ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, კუნძულის ტერიტორიაზე ხანძარია.
როგორც ხობის მერიაში აცხადებენ, დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ხანძარი ლიკვიდირებულია და ამჟამად ცეცხლი კუნძულის ტერიტორიაზე ეკალბარდებს უკიდია. მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები რჩებიან.