ხობში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
ხობში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა​.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი მოყინულ გზაზე მოცურდა და სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ქალი და სხეულის დაზიანებები მიიღო კიდევ ერთმა მგზავრმა.

სოფელ ბიის რწმუნებულის თქმით, მიკროავტობუსს მგზავრები ფოთში, ტექსტილის ფაბრიკაში გადაჰყავდა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.