ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობი-ფოთის დამაკავშირებელი გზის შუა ქვალონის მონაკვეთზე. ერთმანეთს „მერსედეს ვიტო“ და „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 50 წლის ქალი.

მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. ისინი ამ წუთებში გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.