ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სამხედრო ვერტმფრენის ჩავარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სამხედრო ვერტმფრენის ჩავარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის სამხედრო ვერტმფრენი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ბორტზე სულ ხუთი პირი იმყოფებოდა.

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, ვერტმფრენი, ტრადიციულად, ლიბიის სანაპიროს სიახლოვეს, აკვატორიის მონიტორინგს ახორციელებდა.

კატასტროფის მიზეზი უცნობია.