ირანული მედიის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში ირანის საკონტეინერო ხომალდზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა
ირანული მედიის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში ირანის საკონტეინერო ხომალდზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა

ხმელთაშუა ზღვაში ირანის საკონტეინერო ხომალდ „შაჰრეკორდზე“ ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შემდეგ გემის კორპუსი დაზიანდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო კომპანიის პრესსპიკერის, ალი ღიასიანის განცხადებით, საკონტეინერო ხომალდი ირანიდან ევროპის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

აფეთქების შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ეკიპაჟმა მალევე ჩააქრო.