ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთის ტანკერისა და თურქული სათევზაო ნავის შეჯახების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

14:13, 11.11.2020

ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთის ტანკერისა და თურქული სათევზაო ნავის შეჯახების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ბერძნულ ტანკერ „ეფესოსთან“ შეჯახების შედეგად, თურქული სათევზაო ნავი „ფოლატბეი“ ამობრუნდა.

ბერძნული მედიის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სანაპირო დაცვის სამსახური, სანაპირო დაცვის სამი ნავი და მყვინთავების გუნდი მონაწილეობს.

შემთხვევა თურქეთის ადანას პროვინციიდან 15 კილომეტრში მოხდა.

მსგავსი