ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ექვსი მოწმე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაბარებული ექვსი პირი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.
როგორც გამოკითხვაზე დაბარებული სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლების ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, გამოძიება პარტია „ქართული ოცნების“ ფანტაზიაა, რათა ხალხის პროტესტი სუს-ში დაბარებებით ჩაახშოს.
„ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე სახელისუფლებო პროპაგანდა და ამ საქმეს არ აქვს სამართლებრივი პერსპექტივა. ჩვენ მოვითხოვეთ სასამართლოში გამოკითხვა, რადგან საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული, თუ როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.