გიორგი ხარაიშვილი 4 მარტს დაგეგმილ შვედეთის თასის შეხვედრას გამოტოვებს. მისი გუნდი „გეტებორგი“ შვედეთის თასის გათამაშებაში გასვლაზე უფსალაში „სირიუსს“ ესტუმრება.
„გეტებორგის“ მთავარმა მწვრთნელმა პოია ასბაგმა იმ მოთამაშეთა სია დაასახელა, რომლებიც სათასო მატჩისთვის ემზადებიან, მაგრამ მათ შორის ხარაიშვილი არ იყო.
ამათან დაკავშირებით განმარტება „გეტებორგის“ პრესსამსახურმა გუნდის ვებგვერდზე გაავრცელა.
„ჩვენი ბოლო შენაძენი გიორგი ხარაიშვილი ამ მატჩში გუნდთან ერთად არ იქნება. 21 წლის ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად ორშაბათიდან ვარჯიშობს, მაგრამ გუნდთან შესაჩვევად და სათამაშო დრო სჭირდება“ – აღნიშნულია „გეტებორგის“ ვებგვერდზე.