გიორგი ჭიაბრიშვილი - ვფიქრობ, მალტელებთან შეხვედრა ისეთი სცენარით წარიმართება, როგორც ჩვენ გვინდა #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - ვფიქრობ, მალტელებთან შეხვედრა ისეთი სცენარით წარიმართება, როგორც ჩვენ გვინდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, ფეხბურთელებმა, გიორგი ხარაიშვილმა და ნიკა მალიმ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „ჰამრუნ სპარტანსთან“ ვალეტაში გასამართი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „ვემზადებით მატჩისთის. ვინც მალტაზე ჩამოვიდა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. გუნდში მაქსიმალურად კარგი განწყობაა და თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. ვფიქრობ, რომ შეხვედრა ისეთი სცენარით წარიმართება, როგორც ჩვენ გვინდა“.

გიორგი ხარაიშვილი: „ჩემი აზრით, რთული შეხვედრა იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ სტუმრად ვთამაშობთ. „ჰამრუნ სპარტანსი“ ძალიან მობილური გუნდია, ბევრს დარბიან და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. შევისწავლეთ მათი სისუსტეები და თამაშისთვის მზად ვართ. შევეცდებით, მალტიდან გამარჯვებულები წავიდეთ“.

ნიკა მალი: „მოწინააღმდეგე შევისწავლეთ და რთული თამაშის მოლოდინში ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

„ჰამრუნ სპარტანსისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი 25 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.