ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი - ხარაიშვილი „დინამო თბილისში“ ითამაშებს #1TVSPORT
ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი - ხარაიშვილი „დინამო თბილისში“ ითამაშებს #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი განახორციელა. გუნდში კარიერას გიორგი ხარაიშვილი გააგრძელებს, – ინფორმაცია, როემლიც „ჯეო თიმმა“ გაავრცელა, ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ეს დროის ამბავია.

თბილისელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამოს“ ახალწვეულს ბავშვობიდან იცნობს. ხარაიშვილმა პროფესიული კარიერა 2013/14 წლების სეზონში თბილისის „საბურთალოში“ სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო.

მაშინ კლუბი საქართველოს პირველ ლიგაში თამაშობდა. 2014/15 წლების სეზონში გიორგიმ კლუბთან ერთად მოიგო პირველი ლიგა და გადავიდა უმაღლეს ლიგაში, სადაც სამი წელი ითამაშა. „საბურთალოში“ გამოჩნდა და გახდა ეროვნულ ლიგაში გამორჩეული მოთამაშე.

2018 წელს ხარაიშვილი იჯარით შვედეთის ჩემპიონატის კლუბ „გეტებურგში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც 27 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. იჯარის დასრულების შემდეგ შვედურმა კლუბმა მისი ტრამსფერი გამოისყიდა და ხარაიშვილმა „გიოტებორგთან“ სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. 2021 წლიდან „ფერენცვაროშში“ გამოდიოდა, სადაც ტრავმების გამო ბევრი არც უთამაშია.

გიორგი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ეროვნულ ნაკრებში კი დებიუტი 2017 წლის 23 იანვარს, უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა, რომელშიც საბა ლობჟანიძის ნაცვლად სათადარიგოში 82-ე წუთზე შევიდა. ხარაიშვილმა ნაკრებში პირველი გოლი 2019 წლის 15 ოქტომბერს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გიბრალტართან გაიტანა.