შვედეთის საფეხბურთო კლუბმა “გიოტებორგმა” გიორგი ხარაიშვილი წარადგინა. „საბურთალოელს“ 21 წლის ფეხბურთელმა ალსვესნკანის (უმაღლესი ლიგა) კლუბთან კონტრაქტი გაუფორმეს და 22-ნომრიანი მაისურა გადასცეს.
„ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ეს არის მრავალმხრივი მოთამაშე, სწრაფი, ტექნიკური, გამოცდილი, რომელიც რთულ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალს პოულობს.
შემდეგ იყო მოლაპარაკება „საბურთალოსთან“ და საბოლოოდ, კლუბები შევთანხმდით, რითაც ძალიან კმაყოფილები ვართ“, – ამბობს “გიოტებორგის” სპორტული დირექტორი მატს გრენი.
„მე გიორგის რამდენიმე შეხვედრა ვნახე. შემიძლია ვთქვა, რომ თავიდანვე ძალიან დავინტერესდი. მჯერა, რომ ჩვენი ახალწვეული „გიოტებორგისთვის“ დიდი ძალა იქნება და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება“, – აცხადებს „გიოტებორგის“ მთავარი მწვრთნელი პოი აგსბაგი.