ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ თეთრაწყაროს გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
BMW მარკის ავტომობილი, რომელშიც თანაკლასელები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან ხრამში გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა საკუთარი დაბადების დღიდან სახლში ბრუნდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.