ძლიერმა წვიმამ ხარაგაულში პრობლემები შექმნა

12:01, 12.06.2024

ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულში, სოფელ გედსამანიაში მდინარე უხადურა ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ხიდბოგირები, საავტომობილო გზები. გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. გზა დაფარულია ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა-ღორღით.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დატბორილია ეზოები.

ასევე, ძლიერი წვიმამ ავტომანქანები წაიღო და მდინარის კალაპოტში გადააგდო.

სტიქიის ადგილზე ხარაგაულის მერი იმყოფებოდა.

მსგავსი