ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში 28 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მეექვსე დღეა მიმდინარეობს.
დაკარგულის ახლობლების თქმით, მამაკაცი ნასვამი იყო. მათი ვარაუდით, მამაკაცი მდინარე დუმალაში გადავარდა, რადგან მისი ქურთუკი მდინარის ნაპირზე იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, 9 იანვრის ღამეს მდინარე ადიდებული იყო.
მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.