ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა [ფოტო]
ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა [ფოტო]

ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მოლითის, ვახანის, ლეღვნისა და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

„მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ხარაგაულის მერიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები პირველივე შესაძლებლობისთანავე დაიწყო“, – აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.