ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული 77 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

10:20, 03.07.2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მთის მასის ქვეშ მოყოლილი 77 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დროისთვის გარდაცვლილის ამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს.

მეწყრული პროცესები სარკინიგზო მაგისტრალთან ორი დღის წინ განვითარდა და მას შემდეგ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პირუტყვს ეძებდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა.

მსგავსი