ხაბაროვსკში პოლიციამ დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი აქცია დაშალა და 25 დემონსტრანტი დააკავა
ხაბაროვსკში პოლიციამ დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი აქცია დაშალა და 25 დემონსტრანტი დააკავა

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში პოლიციამ დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი აქცია დაშალა და 25 დემონსტრანტი დააკავა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აქციის დაშლის მიზეზი აქციის მონაწილეების მიერ ხაბაროვკსის ცენტრალურ პარკში კარვების გაშლის უკანონო მცდელობა გახდა.

„როიტერი“ წერს, რომ ხაბაროვსკში ბოლო სამი თვეა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.​

ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები 9 ივლისს დაიწყო. დემონსტრანტები რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავებას აპროტესტებენ.

სერგეი ფურგალი 9 ივლისს დააკავეს. მას 2004-2005 წლებში ორი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში, ასევე ერთ მეწარმეზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. მას 9 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ფურგალს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თავად დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.