ხაბაროვსკში გამართული აქციების მონაწილეებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში სოლიდარობა გამოუცხადეს
ხაბაროვსკში გამართული აქციების მონაწილეებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში სოლიდარობა გამოუცხადეს

რუსეთის ქალაქებში ხაბაროვსკში გამართული აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მხარდამჭერი მიტინგები გაიმართა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია ირკუტსკში შედგა. ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

ანალოგიური მიტინგები ასევე გაიმართა ვლადივასტოკში, ყაზანში, კრასნოდარსა და ჩელიაბინსკში.

ხაბაროვსკში უკვე რამდენიმე კვირაა, მოითხოვენ მხარის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალას გათავისუფლებას. ფურგალას რუსეთში რამდენიმე მკვლელობის ორგანიზაციაში სდებენ ბრალს. ის 2020 წლის ივლისში გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამის მიზეზად ფურგალას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნდობის დაკარგვა დასახელდა.