რუსეთის ქალაქ ხაბარკოვსკში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
რუსეთის ქალაქ ხაბარკოვსკში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

რუსეთში, ქალაქ ხაბარკოვსკში ანტისამთარობო აქცია გაიამართა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციას 3 000 ადამიანი ესწრებოდა.

უკვე მეხუთე კვირაა, რაც ხაბარკოვსკის მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავენ და ქალაქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ფურგალის დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ფურგალი 9 ივლისს განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.