რუსეთში, ქალაქ ხაბარკოვსკში ანტისამთარობო აქცია გაიამართა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციას 3 000 ადამიანი ესწრებოდა.
უკვე მეხუთე კვირაა, რაც ხაბარკოვსკის მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავენ და ქალაქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ფურგალის დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.
ფურგალი 9 ივლისს განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.