უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია გასულ ღამეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის გამო

14:41, 17.11.2024

უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. უკრაინის უმსხვილესმა ენერგოპროვაიდერმა კომპანიამ, DTEK-მა დილით თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, რომ ელექტროენერგია გათიშულია კიევში, ასევე დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

აღნიშნულის მიზეზად გასულ ღამეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიში სახელდება.

„კიდევ ერთი მასიური თავდასხმა ჩვენს ენერგოსისტემაზე“, – ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო.

მისივე თქმით, რუსეთი თავს ესხმის ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის ობიექტებს მთელი უკრაინის მასშტაბით.

მსგავსი