უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია გასულ ღამეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის გამო
უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია გასულ ღამეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის გამო

უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. უკრაინის უმსხვილესმა ენერგოპროვაიდერმა კომპანიამ, DTEK-მა დილით თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, რომ ელექტროენერგია გათიშულია კიევში, ასევე დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

აღნიშნულის მიზეზად გასულ ღამეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიში სახელდება.

„კიდევ ერთი მასიური თავდასხმა ჩვენს ენერგოსისტემაზე“, – ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო.

მისივე თქმით, რუსეთი თავს ესხმის ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის ობიექტებს მთელი უკრაინის მასშტაბით.