რუსეთმა დღეს დილით უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა
დღეს დილით კიევის დროით 06:00 საათზე რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის სამ რეგიონზე განხორციელდა იერიში, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.
მასირებულ იერიშს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის უკანასკნელი მასირებული სარაკეტო შეტევა უკრაინაზე არის ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინის პასუხი მათთვის, ვინც მას ცოტა ხნის წინ დაურეკა ან მოინახულა.
„რუსეთმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა: თვითმფრინავები და რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის ომის დამნაშავე პუტინის ნამდვილი პასუხი მათ მიმართ, ვინც ამ ბოლო დროს მას დაურეკა და მოინახულა. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე ძალის მეშვეობით და არა დამშვიდება“, – წერს სიბიგა.
Russia launched one of the largest air attacks: drones and missiles against peaceful cities, sleeping civilians, critical infrastructure. This is war criminal Putin’s true response to all those who called and visited him recently. We need peace through strength, not appeasement.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) November 17, 2024