ხაბაროვსკი გავარდა, ნავალოვსკიმ გუნდი დატოვა
ხაბაროვსკი გავარდა, ნავალოვსკიმ გუნდი დატოვა

გიორგი ნავალოვსკი “სკა-ხაბაროვსკის” ფეხბურთელი აღარ არის. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 32 წლის მცველის გუნდი რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა და პირველ ლიგაში დაქვეითდა.

სეზონის ჩავარდნის შემდეგ გუნდი 13 ფეხბურთელს შეელია – გადაწყვეტილება ხაბაროვსკელთა ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

სკა-ხაბაროვსკის“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელებმა ამ მოთამაშეებთან კონტრაქტები აღარ გაახანგრძლივა.

ნავალოვსკი “სკა-ხაბაროვსკში“ 2017 წელს ბაქოს “ნეფთჩიდან” გადავიდა და თავიდან ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდა, მაგრამ მეორე წრიდან აღარ ათამაშებდნენ და წამოსვლა თავადაც სურდა.