გიორგი ნავალოვსკი “სკა-ხაბაროვსკის” ფეხბურთელი აღარ არის. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 32 წლის მცველის გუნდი რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა და პირველ ლიგაში დაქვეითდა.
სეზონის ჩავარდნის შემდეგ გუნდი 13 ფეხბურთელს შეელია – გადაწყვეტილება ხაბაროვსკელთა ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
“სკა-ხაბაროვსკის“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელებმა ამ მოთამაშეებთან კონტრაქტები აღარ გაახანგრძლივა.
ნავალოვსკი “სკა-ხაბაროვსკში“ 2017 წელს ბაქოს “ნეფთჩიდან” გადავიდა და თავიდან ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდა, მაგრამ მეორე წრიდან აღარ ათამაშებდნენ და წამოსვლა თავადაც სურდა.