ხაბაროვსკში სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად მორიგი დემონსტრაცია გაიმართა

13:04, 05.09.2020

ხაბაროვსკში მხარის ყოფილი გუბერნატორის სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად მორიგი დემონსტრაცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ასევე ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიება მოითხოვეს. ხაბაროვსკში საპროტესტო გამოსვლები ივლისის დასაწყისიდან იმართება.

ფურგალი 9 ივლისს დააკავეს. მას 2004-2005 წლებში ორი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში, ასევე ერთ მეწარმეზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. მას 9 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ფურგალს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თავად დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.

20 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სერგეი ფურგალი გუბერნატორის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი მიხაილ დეგტიარევი დანიშნა.

მსგავსი