კევინ სპეისის მონაწილეობით ახალი ფილმის გამოსვლის პირველ დღეს მხოლოდ 13 ბილეთი გაიყიდა
კევინ სპეისის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული მსახიობის მონაწილეობით გამოსულმა ფილმმა კინოგაქირავებაში სრული ფიასკო განიცადა.
„მილიარდერი ბიჭების კლუბმა“ ამერიკის 10 კინოთეატრში გამოსვლის პირველ დღეს მხოლოდ 13 ბილეთის გაყიდვა მოახერხა და 126 აშშ დოლარი გამოიმუშავა.
ჰარვი ვაინშტაინის სკანდალის შემდეგ, სექსუალურ შევიწროებაში კევინ სპეისიც დაადანაშაულეს. ამის შემდეგ რეჟისორებმა და პროდიუსერებმა სპეისის როგორც ფილმებში, ასევე სერიალებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს და მასთან სამომავლო პროექტები გააუქმეს. მსახიობი არიზონაში, რეაბილიტაციის ცენტრში სექსზე დამოკიდებულების სამკურნალოდ იმყოფებოდა.