კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, მათ შორის ცენტრის დირექტორი
კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, მათ შორის ცენტრის დირექტორი

რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის გამოძიების საქმეზე ხუთი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ცენტრის დირექტორი, დაკითხულია – 60. სისხლის სამართლის საქმე კი სამი მუხლითაა აღძრული.

დაკავებულთა შორის არის სავაჭრო დაწესებულების დაცვის წევრი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ბრალად ხანძრის სიგნალის შემდეგ, უსაფრთხოების სისტემის გამორთვა ედება.

სამართალდამცაველების განმარტებით, ხანძრის დროს შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო, რის გამოც, დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია.

კემეროვოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. სავაჭრო ცენტრში დაღუპულებს 27, 28 და 29 მარტს იგლოვებენ.