კელი დეგნანი - საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით
საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ქალთა მმართველობის ხანგრძლივი ისტორიით, გამოცდილებით იცის, რომ ლიდერ ქალებს ბევრის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის.
„საქართველომ ქალთა მმართველობის ხანგრძლივი ისტორიით, გამოცდილებით იცის, რომ ლიდერ ქალებს ბევრის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის. საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით.
შეერთებული შტატები აღიარებს ქალთა მნიშვნელოვან როლს მმართველობაში და არაერთ პროგრამას აფინანსებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკაში ქალების კომფორტულ მონაწილეობას.
თქვენი აზრით, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქალები პოლიტიკაში?“ – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.