კელი დეგნანი - არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ის არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში და ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე
კელი დეგნანი - არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ის არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში და ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე

არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩს ჰკითხეს დევიდ კრამერის იმ განცხადებაზე, სადაც აღნიშნავს, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს“.

კელი დეგნანის თქმით, დევიდ კრემერი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში.

„ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.