მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა კონსულტაციები და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხზე ჩვენი თანამოაზრეა
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა კონსულტაციები და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხზე ჩვენი თანამოაზრეა

პოლიტსაბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საპატიო თავმჯდომარე დეტალურად საქმის კურსშია და იაზარებს დღევანდელი განცახდების პათოსს, ყველანი ვართ ერთ აზრზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

კითხვაზე, იმყოფებოდა ან ჩაერთო თუ არა უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი, მდინარაძემ განაცხადა, რომ არ იმყოფებოდა და არ ჩართულა, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდათ.

კითხვაზე, იყო თუ არა კანონპროექტის წარდგენა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, მდინარაძემ განაცხადა: „საერთო ინიციატივა იყო, ჩვენი ინიციატივა იყო და დაგვეთანხმა. მათ შორის, ამ გადაწყვეტილების თანაინიციატორები ვართ ყველანი, ლიდრები“.

„პირდაპირ გეუბნებით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში. მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი არის ამ საკითხის თანამოაზრე. შესაბამისად, ეს შეთანხმებულია პოლიტიკურ საბჭოსთან. სხვათა შორის, აქვე გაგიმხელთ, ამაზე საუბარი დაიწყო გუშინწინ, უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც არის ტრადიციული სხდომა და გაგრძელდა გუშინ, რადგან უმრავლესობის სხდომაზე სხვა საკითხები იყო. მათ შორის იყო ლგბტ პროპაგანდის პრევენციის, „ვეტინგის“ საკითხები. სხვათა შორის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და ვადასტურებ იმ  ინფორმაციასაც, რომ იმ სხვა თემებზეც იყო საუბარი, რაც გავრცელდა. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, საკვანძო საკითხი იყო ეს და გუშინ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს განცხადებაში აისახა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საპატიო თავმჯდომარე დეტალურად საქმის კურსშია და იაზარებს ამ განცახდების პათოსს სიტყვასიტყვით, ყველანი ვართ ერთ აზრზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.