„კავკასიური სახლში“ „მესტიაჭალაჰესისა" და “ნენსკრაჰესის" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს
„კავკასიური სახლის” სააქტო დარბაზში „მესტიაჭალაჰესისა” და “ნენსკრაჰესის” ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს.
როგორც სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის წევრმა დავით გულბანმა განაცხადა, მოსახლეობას აქვს გონივრული ეჭვი, რომ „მესტიაჭალჰესის“ პროექტი საფრთხისშემცველია.
„ერთხელ უკვე შედგა მოსახლეობას, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეხვედრა, სადაც იყო შეთანხმება, რომ 24 მარტს უნდა შემდგარიყო ფართომასშტაბიანი განხილვა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნებოდნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებმაც გაიარეს ეს დოკუმენტი და შესაბამისად ჩვენ დავსვამდით შეკითხვებს, რომელზეც სახელმწიფოსა და ინვესტორს მოუწევდათ პასუხების გაცემა. ცალსახად ვაფიქსირებთ და ვაღიარებთ, რომ ენერგეტიკის განვითარება საჭიროა, მაგრამ რის ფასად?! სწორედ ამიტომ დღეს არ მობრძანდა არც ერთი მხარე, ამიტომ ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება მოთხოვნის დაყენება პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ბატონ კვირიკაშვილს მივმართავთ წერილობით, რომ შეგვხვდნენ და დაგველაპარაკონ“, – განაცხადა დავით გულბანმა.
შეხვედრას სვანეთის მოსახლეობა, გარემოს დამცველები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.