კომპანია „ნენსკრა ჰიდროსა" და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ნენსკრა ჰიდროსა" და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მესტიაში ნენსკრაჰესის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროსა” და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა .

მემორანდუმი ოთხწლიანია, ინვესტიციების ოდენობა ეტაპობრივად ჭუბერისა და ნაკრას საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. „ნენსკრა ჰიდრო“ 2019 წელს 1.5 მლნ ლარს გამოყოფს, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაიხარჯება.

მემორანდუმის გაფორმებიდან სამი თვის ვადაში წარმოდგენილი იქნება ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში როგორც მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე სოციალური საწარმოების განვითარებას, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მოიცავს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სანიანგ კიმმა.