აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი „ნენსკრაჰესის“ დაფინანსებაზე სექტემბერში იმსჯელებს
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი „ნენსკრაჰესის“ დაფინანსებაზე სექტემბერში იმსჯელებს

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი „ნენსკრაჰესის“ დაფინანსებაზე მიმდინარე წლის სექტემბერში იმსჯელებს. განახლებული ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თავდაპირველად, ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებას ბანკი 2018 წელს გეგმავდა. თუმცა, პროექტის დაფინანსება ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დროებით შეჩერდა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, რომ შეფერხება „ნენსკრაჰესის“ პროექტიდან მშენებელი კომპანიის – იტალიური „სალინის“ გასვლას უკავშირდებოდა.

280-მეგავატიანი „ნენსკრაჰესი“ მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს. პროექტის ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. დაფინანსების მოზიდვა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან იგეგმება. ამ დროისთვის კი, ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს.