ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი ბოდიშს უხდის სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს იმ ღია წერილისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ მამაკაცთა მხარდასაჭერად გამოაქვეყნა.
გასულ კვირას მსახიობმა გამოცემა Le Monde-ში ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც 100 ადამიანი აწერს ხელს. წერილში დენევი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი სკანდალის გამო, ბევრმა ღირსეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უბრალოდ შეეხნენ.
დენევი აცხადებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში არსად ამართლებს ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას.