დონალდ ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა - ვერდიქტი სამარცხვინოა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი
დონალდ ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა - ვერდიქტი სამარცხვინოა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.

„საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, ვინ არის ეს ქალი. ეს ვერდიქტი სამარცხვინოა, ყველა დროის უდიდეს კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება“, – წერს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი მანჰეტენის სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, ხოლო გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა.

ელიზაბეთ ჯინ კეროლის მტკიცებით, დონალდ ტრამპმა მასზე 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში სექსუალურად იძალადა.

ტრამპს სასამართლომ ელიზაბეთ ჯინ კეროლისთვის ჯამში ხუთი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.