ბანგლადეშში გოგონას ცოცხლად დაწვისთვის ბრალი 16 ადამიანს წაუყენეს
ბანგლადეშში გოგონას ცოცხლად დაწვისთვის ბრალი 16 ადამიანს წაუყენეს

ბანგლადეშში მოზარდი გოგონას ცოცხლად დაწვისთვის ბრალი 16 ადამიანს წაუყენეს. საქმე ეხება 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფის, რომელმაც სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. ამის გამო გოგონა ცოცხლად დაწვეს.

16 ბრალდებულს შორის არის დირექტორი, რომელსაც გოგონა უჩიოდა. გამოძიება აცხადებს, რომ დირექტორმა მოსწავლის მკვლელობა ციხიდან შეუკვეთა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნუსრათ ჯაჰან რაფიმ საჩივრის უკან გატანზე უარი განაცხადა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ გოგონას ცოცხლად დაწვა დამნაშავეებმა წინასწარ დაგეგმეს. მათ სურდათ, რომ დანაშაული თვითმკვლელობად წარმოეჩინათ.

19 წლის მოზარდმა სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი მარტში დაწერა. ექვს აპრილს გოგონა სკოლის დამამთავრებელ გამოცდაზე მივიდა. ამ დროს ის უცნობმა პირებმა სკოლის სახურავზე აიყვანეს და დაწვეს.

პროკურატურა გოგონას მკვლელობაში მონაწილეების სიკვდილით დასჯას ითხოვს. უკვე ცნობილია, რომ დაკავებული 16 პირიდან 12-მა დანაშაული აღიარა.