კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 12 პირისთვის აღებული ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 12 პირისთვის აღებული ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
კოვიდ 19 ინფიცირებული 32 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებისა და მასთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირებისგან აღებულ ნიმუშებში იყო ორი მცირეწლოვანი და ერთი ორსული.
კორონავირუსი გუშინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 32 წლს მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია. ის საპატრიარქოს პერიმეტრზე მუშაობდა დაცვაში.