კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 12 პირისთვის აღებული ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

15:39, 15.04.2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 12 პირისთვის აღებული ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

კოვიდ 19 ინფიცირებული 32 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებისა და მასთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირებისგან აღებულ ნიმუშებში იყო ორი მცირეწლოვანი და ერთი ორსული.

კორონავირუსი გუშინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 32 წლს მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია. ის საპატრიარქოს პერიმეტრზე მუშაობდა დაცვაში.

მსგავსი