სოფელ ხოვლეში 12 პირისთვის აღებული ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი 
სოფელ ხოვლეში 12 პირისთვის აღებული ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დილიდან სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხსნარით დამუშავდა სოფლის შვიდი სასურსათო მაღაზია. სოფელში გაგრძელდება დღეს ადგილობრივების თერმოსკრინინგი.

სოფელში აღებული 12 პირის ნიმუშის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. სოფელში, სადაც გუშინ კორონავირუსის ახალი შემთხვევაც დაფიქსირდა სამართალდამცავებს კონტროლი აქვთ გაძლიერებული.

ინფიცირებული 32 წლის მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია, ის საპატრიარქოს პერიმეტრის დაცვაში მუშაობდა.