კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭავარიანმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი არ დაუჭირეს
საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა, კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭვარიანმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
საკითხს კარლო კოპალიანმა მხარი არ დაუჭირა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი ენძელა მაჭავარიანმა თავი შეიკავა.
პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა.
საკითხს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. ნიკა მელიას ადგილმონაცვლე ბადრი ბასიშვილია.
ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.