კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს, რის გამოც პარლამენტის დატოვება მოუწევს

18:43, 08.01.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს.

კარლო კოპალიანი თანამდებობას 20 იანვრიდან დაიკავებს, მანამდე კი, საქართველოს პარლამენტის მანდატის დატოვება მოუწევს.

კანცლერის არჩევნებში აკადემიური საბჭოს 35-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა და კარლო კოპალიანს 34-მა დაუჭირა მხარი.

„ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერობა დეპუტატობასთან შეუთავსებელია. ამიტომ ვაპირებ მანდატის დატოვებას“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

მსგავსი