საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

ახლა უკვე საკითხს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირაში შეუწყდა.

ვალერი გელაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

2016 წლის არჩევნების მეორე ტურში მას „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ მოუგო.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობის ბოლო წელს ვალერი გელაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატი სიითი შემადგენლობით ხდება.