კარლ ჰარცელი - ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით, ვცდილობთ, ვითარების გადასაწყვეტად ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი გამოვიყენოთ
კარლ ჰარცელი - ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით, ვცდილობთ, ვითარების გადასაწყვეტად ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი გამოვიყენოთ

ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ზაზა გახელაძის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იყოს.

„დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი სატელეფონო ხაზი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იყოს “, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.