კელი დეგნანი - შოკირებული ვიყავი კარლ ჰარცელის შესახებ კომენტარების მოსმენისას, სრულად ვუჭერ მხარს იმას, რის გაკეთებასაც ის ასე ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დასახმარებლად
კელი დეგნანი - შოკირებული ვიყავი კარლ ჰარცელის შესახებ კომენტარების მოსმენისას, სრულად ვუჭერ მხარს იმას, რის გაკეთებასაც ის ასე ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დასახმარებლად

ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს კარლ ჰარცელის მიერ საქართველოში ყოფნის პერიოდში შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ შოკირებული იყო აღნიშნული კომენტარების მოსმენისას.

„ნამდვილად შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის შესახებ ამ კომენტარების მოსმენისას. ეს არის ისეთი უპატივცემულობა ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის განმავლობაში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, რის გაკეთებასაც ის ასე ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დასახმარებლად. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩი ჰარცელის მიერ საქართველოში ყოფნის პერიოდში შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან შესანიშნავი გზავნილი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და ისაუბრა, თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა. ვფიქრობ, ეს არის საქართველოში ელჩი ჰარცელისთვის საუკეთესო მემკვიდრეობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.