ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო – ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში
ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
მისივე თქმით, რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის შესრულება ქვეყნის შიგნით მომუშავე პოლიტიკოსების ამოცანაა.
„რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის შესრულება არის ქვეყნის შიგნით მომუშავე პოლიტიკოსების ამოცანა. სხვების დადანაშაულება საკუთარი შეუსრულებელი ამბიციების გამო, მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის ქონის საჭიროებას, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები არის საშინაო დავალება. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში“, – წერს პიტერ სტანო.
Georgia: Delivery on reforms & EU agenda is task for domestic politicians.Blaming others for own unfulfilled ambitions only confirms the need 2have more time 2understand how 🇪🇺 works & that reforms are a homework. EU fully supports @CarlHartzellEU who did great job 4 🇪🇺🇬🇪 ties!
— Peter Stano (@ExtSpoxEU) July 21, 2022