კარლ ჰარცელი - „შრომის კოდექსში“ ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯი და ძლიერი გზავნილია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი შრომის კოდექსში ცვლილებების მიღებას ეხმაურება.
მისი განცხადებით, ეს არის ნიშანდობლივი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში შრომის პირობებთან დაკავშირებით და ძლიერი გზავნილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.
„ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღებას. ეს არის ნიშანდობლივი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში შრომის პირობებთან დაკავშირებით და ძლიერი გზავნილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.
შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლის შესრულება საქართველომ იკისრა, განსაკუთრებით ეს ეხება შრომითი უფლებებისა და დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, კოლექტიური შემცირებებისგან დაცვას, ანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის შესახებ დებულებებს. ველით, რომ მხარს დავუჭერთ შრომის დამოუკიდებელ ინსპექციას მდგრადი კადრებით და ფინანსური რესურსებით, ასევე მომზადებული და აღჭურვილი პერსონალით, რომელიც 2021 წლიდან შეასრულებს თავის გაფართოებულ მოვალეობებს, საქართველოს დასაქმებულთა და მთლიანად საზოგადოების სასარგებლოდ“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში.
პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.