კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მექნება საშუალება, გავესაუბრო ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ვნახო, რისი გაკეთება შეიძლება ჟენევის დისკუსიების წინ წასაწევად
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით აპირებს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ესაუბროს.
ელჩმა აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებიდან არის გზავნილი, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტა საქართველოში დასავლეთის მხრიდან მეორე ფრონტის შესაძლო გახსნის გეგმას ნიშნავს.
ჰარცელის თქმით, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ უნდა იყოს.
„აბსოლუტურად ვერ ვხედავ მიზეზს, რომ მოვახდინოთ სპეკულაციები საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ამ თემაზე ვისაუბროთ. ამ სახის ნარატივი არის მკაფიო დეზინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ მექნება საშუალება, გავესაუბრო ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უახლოეს დღეებში და ვნახო, რისი გაკეთება შეიძლება და რა დროს ჟენევის დისკუსიების წინ წასაწევად“, – განაცხადა ჰარცელმა.