საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი წყალტუბოში იმყოფება, სადაც საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად, ევროკავშირის მხარდაჭერით 2020 წელს შექმნილ წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა თეთრი მღვიმის ტერიტორიაზე გაიმართა.
ასევე, ელჩი ჰარცელი იმ ადგილობრივებს შეხვდა, რომლებმაც ევროკავშირის დაფინანსება მიიღეს. მათ წარმოადგინეს საკუთარი ნაწარმი: თაფლი, ღვინო, პური, თექის ნივთები, და სხვა.
წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფში გაერთიანებულია 230 ადამიანი. იგი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი 12 ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან.