კანონის მიხედვით, კალიფორნიაში საგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი საპირფარეშოთი, რომლითაც ნებისმიერი გენდერული იდენტობის მოსწავლე შეძლებს სარგებლობას
კანონის მიხედვით, კალიფორნიაში საგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი საპირფარეშოთი, რომლითაც ნებისმიერი გენდერული იდენტობის მოსწავლე შეძლებს სარგებლობას

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის პირველ ივლისამდე თითოეული სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება, პირველიდან 12 კლასის ჩათვლით, აღჭურვილი იყოს, სულ მცირე, ერთი ისეთი საპირფარეშოთი, რომლითაც ნებისმიერი გენდერული იდენტობის მოსწავლე შეძლებს დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ სარგებლობას.

კანონის მიზნად სახელდება ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა, წვდომა ჰქონდეთ მათთვის მოსახერხებელ საპირფარეშოებთან სასწავლო დროის განმავლობაში.

როგორც გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია განმარტებული, აღნიშნული კანონი გააძლიერებს მოწყვლადი ახალგაზრდების მხარდაჭერის შესაძლებლობას, მათ შორის კალიფორნიაში მცხოვრები ლგბტქ+ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას.

„ეს ზომები დაგვეხმარება, დავიცვათ მოწყვლადი ახალგაზრდები, წავახალისოთ მიმღებლობა და შევქმნათ უფრო მხარდამჭერი გარემო ჩვენს სკოლებსა და საზოგადოებაში“, – ნათქვამია პრესრელიზში.